შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქი ფელდმარშალი, რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა. ათათურქი 1923 წლიდან, რესპუბლიკის დაფუძნებიდან, 1938 წელს საკუთარ სიკვდილამდე, იყო თურქეთის პრეზიდენტი. მან გაატარა ყოვლისმომცველი პროგრესული რეფორმები, რამაც თურქეთი გარდაქმნა სეკულარულ და ინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოდ. მისი სეკულარისტული და ნაციონალისტური პოლიტიკა და სოციალისტურ-პოლიტიკური თეორია ქემალიზმის სახელით გახდა ცნობილი. თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევების გამო, ათათურქი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერად ითვლება. ათათურქი ცნობილი გახდა პირველი მსოფლიო ომის დროს, გალიპოლის ბრძოლაში (1915) ოსმალეთის იმპერიის გამარჯვების უზრუნველყოფის შემდეგ. ოსმალეთის იმპერიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა თურქულ ეროვნულ მოძრაობას. მოძრაობა წინააღმდეგობას უწევდა მოკავშირეების მიერ თურქეთის დაყოფას ომში გამარჯვებულ მხარეებს შორის. თურქეთის დღევანდელ დედაქალაქში, ანკარაში დროებითი მთავრობის შექმნის შემდეგ მან დაამარცხა მოკავშირეების მიერ გაგზავნილი ძალები და ომში გაიმარჯვა. მოგვიანებით ამ მოვლენებს „თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის“ უწოდეს. შემდგომში ათათურქმა გააუქმა უკვე დაშლილი ოსმალეთის იმპერია და მის ნაცვლად გამოაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შესახებ. ახლად ჩამოყალიბებული თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში, ათათურქმა წამოიწყო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეფორმების მკაცრი პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი იყო თანამედროვე, პროგრესული და სეკულარული ეროვნული სახელმწიფოს აშენება. მან დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო გახადა და ათასობით ახალი სკოლა გახსნა ქვეყნის მასშტაბით. ასევე შემოიღო ლათინურ ენაზე დაფუძნებული თურქული ანბანი, რომელმაც ჩაანაცვლა ძველი ოსმალურის თურქული ანბანი. ათათურქის პრეზიდენტობის დროს თურქმა ქალებმა თანაბარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მიიღეს. კერძოდ, №1580 კანონის საფუძველზე 1930 წლის 3 აპრილს ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება ადგილობრივ არჩევნებზე და რამდენიმე წლის შემდეგ, 1934 წელს, სრული საყოველთაო ხმის უფლება მიიღეს.

დღის სტატია

მარტინ ლუთერი
მარტინ ლუთერი

მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483, აისლებენი — გ. 18 თებერვალი, 1546, აისლებენი) — გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე, როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.

მის გვიანდელ შრომებში, განსაკუთრებით – „ებრაელების და მათი ტყუილების შესახებ“, ლუთერი ებრაელების მიმართ გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას. ის წერს, რომ ებრაელების სინაგოგები და სახლები უნდა დაინგრეს, მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს და თავისუფლება შეეზღუდოთ. ამ ანტისემიტური განწყობის გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

დღის სურათი

გალაქტიკა MACS 2129-1-ის NASA-ს პოსტერი, რომელიც ცნობილია როგორც „სასაფლაოს გალაქტიკა“.
გალაქტიკა MACS 2129-1-ის NASA-ს პოსტერი, რომელიც ცნობილია როგორც „სასაფლაოს გალაქტიკა“.
გალაქტიკა MACS 2129-1-ის NASA-ს პოსტერი, რომელიც ცნობილია როგორც „სასაფლაოს გალაქტიკა“.

სიახლეები

ნავი პილეი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


31 ოქტომბერი — ამ დღეს...

მარტინ ლუთერი
მარტინ ლუთერი

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი